სპორტული მასაჟი - ეს მასაჟის სახესხვაობაა, რომელიც გამოიყენება სპორტით დაკავებული ადამიანების ფიზიკური მონაცემების გასაუმჯობესებლად. სპორტული მასაჟი ვარჯიშის აუცილებელი ნაწილია, რომელიც ამზადებს ორგანიზმს სპორტული დატვირთვებისთვის და ხსნის ფიზიკურ დაღლილობას ასეთი დატვირთვის შემდეგ. მას მიმართავენ ტრავმებისა და დაავადებების საპროფილაქტიკოდ და სამკურნალოდ.
სპორტული მასაჟის დროს გამოიყენება კლასიკური მასაჟის ძირითადი ილეთები: ხელსმა, ზელა, მოთელვა, დარტყმითი ილეთები, ვიბრაცია და ძალიან ინტენსიურია.